2019-06-12
პროექტი, ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ (მთავარი პარტნიორი), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს აკადემია და დამსაქმებელთა ასოციაცია არიან.
პირველ ეტაპზე, პროექტის პარტნიორმა და თანაპარტნიორმა ორგანიზაციებმა უკვე მოახდინეს ტრენერთა ნომინირება. ორი კვირის განმავლობაში მათი გადამზადება მოხდება. სამომავლოდ კი, საქართველოს მასშტაბით, გადამზადებული ტრენერები მიკრო და მცირე მეწარმეებს მოდულებში: „შეიმუშავე შენი იდეა“ და „დაიწყე შენი ბიზნესი“ გადაამზადებენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტი „განავითარე შენი ბიზნესი“ უკავშირდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირ მეწარმეობის საგრანტო კომმპონენტს. კერძოდ, საგრანტო კონკურსის მსვლელობისას, ქალი მეწარმეების, შშმ და იძულებით გადაადგილებული პირების მსგავსად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სერტიფიცირებულ პირებს ერთი ბონუს ქულა დამატებით მიენიჭებათ, თუმცა კონკურენციაში არ შევლენ ჩამოთვლილი კატეგორიების ქვეშ მყოფ პირებთან.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...